ანალიტიკური სტატიების კონკურსი - მონაცემები ცვლილებებისთვის

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".

 

კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება. 

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 

 

1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები.

 

2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე).

 

3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.

 

4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.

 

5. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები.

 

6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.).

 

7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: 

 

- სათაური

- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი)

- მთავარი მიგნებები

- შესავალი

- ძირითადი ნაწილი

- დასკვნა

- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.

 

9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია: 

 

- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში

- გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე)

- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12

- დაშორება - 1.15

- გვერდის მინდორი:  Normal

 

10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.

 

11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

 

12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?

 

- გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;

- იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია; 

- თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან. 

 

საკონკურსო პრიზები:

 

- I ადგილი - 1,300 ლარი;

- II ადგილი - 1,000 ლარი;

- III მესამე ადგილი - 800 ლარი

 

 

- საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. 

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აგვისტო.

 

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  

 

ტელ: +995 32 2 921514 

ელ-ფოსტა: contest@idfi.ge  

 

 

კონკურსი იმართება პროექტის -კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.