ილუსტრაციების კონკურსი თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია - 100 წლის შემდეგ“

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია - 100 წლის შემდეგ“.

 

კონკურსის მიზანია: საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ილუსტრაციის თემატიკა:

 

საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას - ამ პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს, საერთაშორისო ვითარებას ან/და სამხედრო მოქმედებებს. ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, მარტივად აღქმადი და ინფორმატიული.

 

ფორმა: გრაფიკული დიზაინი, სკეტჩი, ნახატი, კომიქსი 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

 

1. მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ერთი ან რამდენიმე ილუსტრაცია 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის თემაზე;

 

2. ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;

 

3. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;

 

4. ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ფორმატში;

 

5. ფაილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის;

 

6. თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტებს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე;

 

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს.

 

ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:

 

1. ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;

 

2. კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენ მიერ გამოგზავნილი ილუსტრაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).

 

ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.

 

ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

 

1. კონკურსის თემასთან შესაბამისობა

 

2. ორიგინალურობა

 

3. აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის

 

4. შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი

 

5. ნამუშევრის ხარისხი

 

საკონკურსო პრიზები:

 

I ადგილი - ₾1000

II ადგილი - ₾700

III ადგილი - ₾500

 

საუკეთესო ილუსტრაციები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 თებერვალი.

 

ილუსტრაციების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოთა ოკუპაცია - 100 წლის შემდეგ“.

 

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  ელ-ფოსტა: m.kartsivadze@idfi.ge

 

 

კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.