ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეძებს ქვეყნის დამოუკიდებელ მკვლევრებს ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდანმონაცემების გლობალური ბარომეტრის პირველი გამოცემისთვის (2020-2021). განცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ ექსპერტებს, ასევე დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევით ორგანიზაციებს ამ ექვსი ქვეყნიდან.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: ღია მონაცემები; ღია სამთავრობო მონაცემები; მონაცემები საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის; მონაცემთა გამოყენება საჯარო სერვისების მიწოდების მონიტორინგის ან შეფასებისთვის; ტრენინგი ან შესაძლებლობების განვითარება მონაცემთა გამოყენების შესახებ; მონაცემების გამოყენება სოციალურად ღირებული აპლიკაციების შესაქმნელად; ან ინფორმაციის გამოყენების ხელშეწყობა მთავრობების, სსო-ის, კერძო სექტორის, ტექნოლოგიური საზოგადოების ან საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ.
შერჩეული ეროვნული მკვლევარი ან ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება დეტალური ექსპერტული გამოკითხვის შევსებაში, რომელიც მოიცავს ისეთ, საკითხებს, როგორიცაა მონაცემების განკარგვასთან, შესაძლებლობებთან, ხელმისაწვდომობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული პოლიტიკა, პრაქტიკა, მონაცემთა ბაზები და კვლევები.
განაცხადის სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურად ბმულზე.
აპლიკანტებმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ და გამოაგზავნონ 2021 წლის 7 თებერვლამდე.