ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“.
კონკურსის მიზანია: სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ტერორის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს საბჭოთა ტერორის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე, მაგალითად: სტალინური ტერორი, 1956 წლის დემონსტრაციები, 1989 წლის 9 აპრილი, ეთნიკური უმცირესობების დეპორტაცია, ტერორი რელიგიური ორგანიზაციების წინააღმდეგ და ა.შ.
ესეს ძირითადი ნაწილი უნდა იყოს საბჭოთა ტერორის შესახებ თანამედროვე საქართველოს კოლექტიური მეხსიერებისა ან/და მასთან დაკავშირებული მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრანტი.
ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).
ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.
წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ესეს სავარაუდო სტრუქტურაა:
სათაური
თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია
(კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი)
შესავალი
ძირითადი ნაწილი
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა/დანართები
ესეს ტექნიკური მახასიათებლები:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტით
სიტყვების რაოდენობა 1500-2500 სიტყვა
(სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები)
ფონტი: Sylfaen, ზომა - 12
დაშორება - 1.15
გვერდის მინდორი: Normal
ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
არ მიიღება ნაშრომები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.
საკონკურსო პრიზები:
I ადგილი - ₾700
II ადგილი - ₾500
III ადგილი - ₾300
საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერი.
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:
ტელ: +995 32 2 921514
ელ-ფოსტა: m.kartsivadze@idfi.ge
კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.