კონკურსი ონლაინ სტიპენდიის მისაღებად

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს ონლაინ სტიპენდიის მისაღებად.

 

სტიპენდიის მიზანია, ჟურნალისტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება და ამ მიმართულებით მათი უნარების განვითარება. 

 

ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა

 

სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე/ანალიტიკურ სტატიებზე იმუშავებს პროექტის – კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G) – გუნდთან ერთად დისტანციურ რეჟიმში, ყოველკვირეულად შედგენილი გეგმის მიხედვით. 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

- საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;

 

- ანალიტიკური სტატიისა ან/და კვლევითი ანგარიშის მომზადება შემდეგ საკითხებზე: საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ხარჯები,  სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.

 

- პროექტის გუნდის დახმარება მიმდინარე ანალიტიკური ნაშრომების მომზადებისას.

 

- საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.

 

შენიშვნა: სტიპენდიის ფარგლებში, სტიპენდიანტმა უნდა მოამზადოს საკუთარი, მინიმუმ 1 ანალიტიკური სტატია/ნაშრომი ზემოთ ხსენებულ საკითხებზე. ნაშრომი გამოქვეყნდება IDFI-ის ვებგვერდზე. სტატიის თემატიკაზე შეთანხმება მოხდება სტიპენდიის დაწყებისთანავე. 

 

კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთი სტიპენდიანტის შერჩევა. 

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია

 

- ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრიატის ხარისხის მქონე პირი შემდეგ სპეციალობებში: სახელმწიფო მართვა, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;

 

- ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

 

- სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;

 

- მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

 

- საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

- გუნდური მუშაობის უნარი;

 

- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

 

- დისტანციურად მუშაობის უნარი;

 

- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

თვიური ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

 

გამოსაგზავნი დოკუმენტები

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 12 ივლისის ჩათვლით [2020] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელ-ფოსტაზე vacancies@idfi.ge: 

 

- CV 

- მოტივაციის წერილი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი საკითხ(ებ)ი, რომლებზე მუშაობითაც კანდიდატი არის დაინტერესებული სტიპენდიის დროს. 

- მინიმუმ 1 ანალიტიკური ნაშრომი ან მისი ბმული 

 

არ განიხილება განცხადებები, თუ ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი!

 

გამოგზავნისას, წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება - ონლაინ სტიპენდია. 

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

სტიპენდია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.