ტრენინგი - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2 დღიან ტრენინგზე - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები!

 

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

 

პროგრამა განკუთვნილია რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის. 

 

ტრენინგის მიზანი: 

 

მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.   

 

ძირითადი განსახილველი თემები:

 

- როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში? 

 

- როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას? 

 

- როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?

 

- როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია? 

 

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში. 

 

ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა: 

 

2020 წლის 17-19 ივლისი.

სავარაუდო ადგილი: სასტუმრო „საირმე“ (კურორტი საირმე, ბაღდათის რეგიონი, საქართველო). 

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 4 ივლისისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge

 

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია: 

 

- მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.  

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიღებენ სერტიფიკატებს!

 

IDFI სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს. 

 

ტრენინგი ჩატარდება მთავრობის მიერ მიღებული ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებითა და დაცვით. 

 

გაითვალისწინეთ, ივლისში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ტრენინგის დროის, ადგილის ან ფორმატის ცვლილება. 

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით.