ფასთა გამოკითხვა ვებგვერდების შესაქმნელად

პროექტის - „ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის განვითარება“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ატარებს ფასთა გამოკითხვას ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების შესაქმნელად, რომელიც IDFI-ის მიერ უკვე შემუშავებული ვებგვერდის მაკეტის დუბლირების და დახვეწის შედეგად უნდა შეიქმნას. 

 

IDFI-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ახალი ვებგვერდების დამზადება მოხდა კახეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტისთვის, ხოლო დამატებით ვებგვერდების დუბლირება მოხდა 4 მუნიციპალიტეტისთვის. ზოგიერთი ვებგვერდი შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

 

არსებული ვებგვერდები დამზადებულია Open Source პლატფორმა Drupal 7-ის გამოყენებით.  

 

საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს: ვებგვერდების დუბლირებას, ვებგვერდების არსებული დიზაინის მოდიფიცირებას, არსებული ადმინისტრატორის (მართვის) პანელის გამარტივებას და ქართულ ენაზე თარგმნას - კონტენტის მართვასთან და განთავსებასთან დაკავშირებულ ნაწილებში, დუბლირებული ვებგვერდების განთავსებას დამკვეთის მიერ მითითებულ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე და დომეინზე, ტესტირებას და ადმინისტრატორების ტრეინინგს.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა: 

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს ე.წ. BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. 

 

შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 18:00 საათამდე

 

პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;

 

 მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების ვადა და მომსახურების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა;

 

2. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერის დეტალური პირობები;

 

3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ.

  

გთხოვთ შეთავაზების განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge ; გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Webpage Dublication Offer. განცხადების მიღება ასევე ხდება მისამართზე - ალ. გრიბოედოვის ქ. #3, 0108 თბილისი, საქართველო.