ვიზუალიზაცია

30 მაისი 2018 image

თვითმკვლელობის სტატისტიკა: 2014-2017

2014-2017 წლებში სულ 1,612 ადამიანმა მოიკლა თავი ბოლო ოთხ წელში 4,3-ჯერ მეტმა კაცმა მოიკლა თავი, ვიდრე ქალმა 2017 წელს წინა წელთა შედარებით თვითმკვლელობის ფაქტებმა დაახლოებით 100-ით იკლო თვითმკვლელობის რაოდენობა აღემატებოდა თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევებს თვითმკვლელობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, თვითმკვლელობის მცდელობის კი - სამეგრელოში დაფიქსირდა; როგორც თვითმკვლელობის, ასევე თვითმკველობის მცდელობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო 25-44 წლებს შორის ადამიანებში.

30 მაისი 2018 image

ხე-ტყის უკანონო ჭრა

2015-2017 წლებში ხე-ტყის უკანონო ჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეფასდა 8 მილიონი ლარით, ხოლო დაკისრებული ჯარიმა შეადგენდა 2,8 მილიონ ლარს.   ხე-ტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი შემთხვევები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფიქსირდება.

23 მაისი 2018 image

საქართველოს შობადობის მაჩვენებლები

ბოლო 10 წელში 2017 წელს შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შობადობის მაჩვენებლის გაუარესება განპირობებულია რიგით პირველი და მეორე ბავშვების დაბადების მკვეთრი შემცირებით; 2014 წლის შემდეგ ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებს.

23 მაისი 2018 image

2017 წელს თბილისში ნაგვის დაყრაზე გამოწერილი ჯარიმები

2017 წელს თბილისში ნაგვის დაყრისთვის სულ შედგა 4,563 ოქმი. მათ შორის, 338 ორგანიზაციაზე და 4,225 ფიზიკურ პირზე გამოიწერა 933,227 ლარის ჯარიმა. მათ შორის, 387,620 ლარი ორგანიზაციაზე და 545,607 ლარი ფიზიკურ პირებზე

21 მაისი 2018 image

საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკა

საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკა: ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში დაფიქსირდა; 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა შემთხვევების რაოდენობა; და 2016 წელს წინა წელთან შედარებით მკვეთრად იკლო შემთხვევის გახნის მაჩვენებელმა.

21 მაისი 2018 image

დევნილთა სტატისტიკა მათი შემოსავლების მიხედვით

დევნილთა სტატისტიკა მათი შემოსავლების მიხედვით: საქართველოში სულ რეგისტრირებულია 277,403 დევნილი; რეგისტრირებულ 277,403 დევნილს შორის მხოლოდ 3.4%-ის (9,474 პირი) ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1,250 ლარს.

21 მაისი 2018 image

დევნილთა სტატუსის ჩამორთმევის და შეწყვეტის სტატისტიკა

იძულებით გადაადგილებულ პირებზე IDFI-ის კვლევამ აჩვენა, რომ: საქართველოში  სულ რეგისტრირებულია 277,403 დევნილი; 2014-2017 წლებში დევნილის სტატუსი ჯამში 1,232 ადამიანს ჩამოერთვა. ყველაზე მეტს სტატუსი 2015 წელს ჩამოერთვა - 625; 2014-2017 წლებში ჯამში ლტოლვილის სტატუსი 26,752 ადამიანს შეუწყდა. ეს უმეტესწილად 2014 წელს სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობამ განაპირობა; მომდევნო წლებში 5,567 პირმა აღიდგინა სტატუსი.

16 მაისი 2018 image

თბილისის ქუჩის ცხოველების სტატისტიკა

თბილისის ქუჩის ცხოველების სტატისტიკა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი 2015-2017 წლებში.

16 მაისი 2018 image

ტყეებში გაჩენილი ხანძრების სტატისტიკა: 2013-2017

სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში სულ 270 ხანძარი მოხდა. ყველაზე მეტი ხანძარი 2015 წელს დაფიქსირდა; წინა წელთან შედარებით 2017 წელს, ხანძრები 7-ჯერ უფრო მეტ ფართობზე გავრცელდა. ბოლო ხუთ წელიწადში ჯამში ხანძრები 2,558.35 ჰა ფართობზე გავრცელდა.

15 მაისი 2018 image

112-ში შესული ზარების სტატისტიკის ანალიზი

IDFI აქვეყნებს 112-ში სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციის და სახანძრო/სამაშველო დახმარების მოთხოვნით შესული ზარების სტატისტიკის ანალიზს.