IDFI-ის ტრენინგები ელექტრონული ჩართულობის შესახებ
15-24 სექტემბრის განმავლობაში IDFI-მ ჩაატარა 6 ტრენინგი ელექტრონული ჩართულობის შესახებ. საერთო ჯამში, სემინარებს ესწრებოდა სხვადასხვა სპეციალობის (იურიდული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის, საჯარო მმართველობისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების) სამოცამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი.