რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კიბერ ომი, მისი სტრატეგიები და ტენდენციური დეზინფორმაციული ნარატივები ყურადღების ცენტრში მოექცა და იწვევს ბევრ დისკუსიას, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები.