საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის პრაქტიკა საჯარო დაწესებულებებში
2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ." წინამდებარე კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად უზრუნველყვეს დაწესებულებებმა აღნიშნული დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები.