კვლევები

30 ივნისი 2017 image

საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკა 2013 - 2016

რის მიხედვით ცვლიდა ბოლო 4 წლის განმავლობაში საპატრულო პოლიცია საჯარიმო პოლიტიკას? რა გავლენა ჰქონდა დაჯარიმებების რაოდენობაზე სანქციების გამკაცრებას თუ შერბილებას? რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგად? IDFI-ის ახალი კვლევა ამ და სხვა კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას. 

16 მაისი 2017 image

IDFI-ის შეფასება 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა შეფასებები 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე.

15 მაისი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების შეფასება

კვლევის მიზანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ანალიზი, კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა, მისი ფუნქციონირების შეფასება, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა და პრობლემების გადასაწყვეტად რეკომენდაციების წარდგენა. კვლევა დაფუძნებულია საქართველოს სახელწმიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასებაზე, რომელიც ჩატარდა პროექტ „გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ ფარგლებში.

28 მარტი 2017 image

გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გლობალური პრინციპები

დოკუმენტში ჩამოყალიბებულია გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის 30 პრინციპი. აღნიშნული პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის. სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თუმცა, ამასთან, ხაზგასმულ იქნა, რომ კანონმდებლობის ცვლილების პროცესში აუცილებელია, დაცული იყოს ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის. 

24 მარტი 2017 image

IDFI-ის რეკომენდაციები 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე.

15 მარტი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოში: როგორ დავიცვათ ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის

გთავაზობთ, სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელი დირექტორის ტობი მენდელის აკადემიურ ნაშრომს, რომელიც  მიმოიხილავს ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვის მექანიზმებს. ნაშრომს, საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებული გამოწვევები. აღნიშნული საკითხი IDFI-ის საქმიანობის შედეგად აქტიური საერთაშორისო განხილვების საგანი გახდა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ კვლევა გვთავაზობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილების სიღრმისეულ მიმოხილვას.

15 მარტი 2017 image

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ საპარლამენტო ღიაობის ხელშეწყობის მიზნით აღებული ვალდებულებები და კარგი პრაქტიკის მაგალითები

კვლევაში მიმოხილულია საპარლამენტო ღიაობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის და ვალდებულებების მქონე სახელმწიფოები (მაგ: ესტონეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და სხვა). ვალდებულებების ნაწილი OGP-ს წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებშია მოცემული, ხოლო დანარჩენი ვალდებულებები ცალკე დოკუმენტის სახით შემუშავებულ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმებშია ასახული.

10 მარტი 2017 image

IDFI-ის რეკომენდაციები საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება ცალსახად გაზრდის კანონშემოქმედებით პროცესებში მოსახლეობის ჩართულობას, საკანონმდებლო ხელისუფლების გამჭვირვალობას და მის მიმართ მოქალაქეების ნდობას. 

27 დეკემბერი 2016 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში: საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი

IDFI-ის მიერ მომზადებული ანალიზი „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში” ემყარება სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალი სასამართლოებიდან, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარი და აღნიშნული უარის დასაბუთება გავაანალიზეთ მოქმედი კანონმდებლობის კონტექსტში.

22 ნოემბერი 2016 image

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინა საქართველოს მთავრობას.