საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა CEVRO, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული სისტემიდან დემოკრატიისკენ ტრანსფორმაციის შესახებ სტატიების კრებული გამოსცა, რომელშიც IDFI-ის სამი სტატიაა შესული
2018 წელს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის, CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სტატიების კრებულის (ჟურნალის) გამოქვეყნებას.