მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

7 დეკემბერი 2020 image

სახელმწიფო არქივების ღიაობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, 2019-2020 წლებში განახორციელა პროექტი - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“.

1 დეკემბერი 2020 image

საბჭოთა პროპაგანდა და შიდსის ეპიდემია

1987 წლამდე საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ მის ტერიტორიაზე შიდსის ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზეწოლა ხდებოდა ექიმებზე, რომ შიდსის დიაგნოზი არ დასმულიყო. ამასთანავე, საბჭოთა კავშირი აქტიურ ინფორმაციულ ომს აწარმოებდა და შიდსის ვირუსის გავრცელებას აშშ-ს აბრალებდა.

23 ნოემბერი 2020 image

მართლა უყვარდათ თუ არა ქართველები საბჭოთა კავშირში?

ისტორიკოსმა სერგეი ბონდარენკომ, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, „სტალინი - ფეხსაცმლის საფენი, თხა[1], ხალიუგანი“ (Сталин — стелька, козел, халюган), რომელშიც გადმოსცა დიდი ბელადის შეურაცხყოფის 5 სხვადასხვა ისტორია 1930-იან წლებში, НКВД-ს საგამოძიებო საქმეების მიხედვით.

20 ნოემბერი 2020 image

1944 წლის ოფიციალური დოკუმენტები საქართველოში მცხოვრები უმცირესობების გადასახლების თაობაზე

1944 წლის 15 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა კავშირის შინსახკომის (НКВД) №001176 ბრძანების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებდა „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქების[1], ქურთების და ჰემშინების (მუსლიმი სომხები)“ ეთნიკური ჯგუფების გადასახლებას. ისინი, როგორც ხალხის მტრები, ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს და ჩამოართვეს უკან დაბრუნების უფლება. 

17 ნოემბერი 2020 image

რუსული ონლაინ მედია საქართველოში პომპეოს ვიზიტის შესახებ

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. მას შემდეგ, არა ერთი მოსაზრება გამოითქვა იმის თაობაზე, თუ რას ემსახურება პომპეოს ვიზიტი და რატომ გახდა ამის შესახებ ცნობილი ასე მოულოდნელად.

10 ნოემბერი 2020 image

საქართველოს მეხსიერების პოლიტიკის მიმოხილვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოცემულ ანგარიშში განიხილა დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერების პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე, ამ მხრივ არსებული მიღწევები და გამოწვევები სამი ძირითადი მიმართულებით - სამართლებრივი განზომილება, ინსტიტუტიცური განზომილება და მემორიალური განზომილება. 

13 ოქტომბერი 2020 image

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

2019 წლის ცხელი ივლისის დღე იდგა, პარლამენტის წინ აქციებზე ხალხი ჯერ კიდევ მრავლად გამოსულიყო და რუსთაველის გამზირიც უკვე გადაკეტილიყო. ერთ-ერთი გამომსვლელი ემოციურად საუბრობდა, თუმცა მისი არც ვინაობა მახსოვს და არც ტექსტი, რომელსაც ის ამბობდა მანამ, სანამ არ გადავიდოდა ერთობ საყურადღებო და ამაღელვებელ მომენტზე. ახლა ისიც მგონია, ალბათ, არავინ უსმენდა და ამიტომ გადაწყვიტა, სპონტანურად ჩაესვა ეს ნაწილი.

13 ოქტომბერი 2020 image

გასაბჭოება - საბჭოური კოლექტიური მეხსიერების პირველი საფეხური

მეოცე საუკუნე ტრავმული გამოცდილებებით არის სავსე. ორი მსოფლიო ომის გარდა, ადამიანებმა ჰოლოკოსტი, საკონცენტრაციო ბანაკები და გულაგები გამოიარეს. მსოფლიოში მომხდარი დიდი ტრაგედიების არტიკულირების სურვილი მუდმივად ბადებდა ახალ ტექსტებს და ტრავმების შესახებ ქმნიდა მეხსიერებას. საქართველოში კი ასეთი რამ არ მომხდარა. 

12 ოქტომბერი 2020 image

ონლაინ ლექცია - რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე

10 და 11 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხის (American Corners Batumi) ორგანიზებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერების კვლევებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ამავე მიმართულების ანალიტიკოსმა, მეგი ქარცივაძემ ჩაატარეს საჯარო ლექციები თემაზე „რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე“.

12 ოქტომბერი 2020 image

IDFI-ის წარმომადგენლების შეხვედრა მერაბ კოსტავას საზოგადოებასთან

12 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.