მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

30 ივნისი 2021 image

კვლევის პრეზენტაცია - საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მე-6-ის სახელობის კორპუსში გაიმართა კვლევის -საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში -პრეზენტაცია და დისკუსია.

 

28 ივნისი 2021 image

IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Post Bellum-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

25 ივნისი 2021 image

რეპრესირებული ლევან (ლეო) რუხაძის საგამოძიებო საქმეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) სამეცნიერო შესწავლის მიზნით გადაეცა აქამდე უცნობი საარქივო საქმეები, რომლებიც ეხება რეპრესირებულ ძმებს: პოლიკარპე, ლევან და ივანე რუხაძეებს.

11 ივნისი 2021 image

IDFI-ის და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 10 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2 ივნისი 2021 image

ონლაინ კონფერენცია - უახლესი მიღწევები დეზინფორმაციის კვლევაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და შემდგომი მიმართულებები საქართველოსთვის

დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებით კვლევის არეალისა და თანამსრომლობის გაღრმავების, ასევე საკვლევი თემების გაფართოების მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დეზინფორმაციისა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ორგანიზებით, 2021 წლის 1 ივნისს გაიმართა დისკუსია.

28 მაისი 2021 image

გრიგოლ ლორთქიფანიძის (1881-1937) მემორიალური ალბომი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), 2021 წლის 26 მაისის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რიგით მესამე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, გრიგოლ ლორთქიფანიძეს (1881-1937) ეძღვნება.

7 მაისი 2021 image

ვებინარი - ქართველები და მეორე მსოფლიო ომი: სამამულო ტრაგედია და საბჭოთა ტრიუმფი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) უკვე წლებია მუშაობს მეოცე საუკუნის ისტორიისა და ისტორიოგრაფიის კრიტიკულად გადააზრებაზე. ამავე მიზნით, 7 მაისს IDFI-მ გამართა ვებინარი: „ქართველები და მეორე მსოფლიო ომი: სამამულო ტრაგედია და საბჭოთა ტრიუმფი“.

1 მაისი 2021 image

IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაცია რუსეთში კვლავ ზეწოლის ქვეშაა

30 აპრილს რუსეთში დააკავეს ადვოკატი, ივან პავლოვი, რომელიც IDFI-ის პარტნიორი უფლებადამცველი ორგანიზაციის „გუნდი 29“ (Команда 29ხელმძღვანელია. 

26 აპრილი 2021 image

35 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან - საბჭოთა კავშირის ბირთვული მემკვიდრეობის საფრთხეები თანამედროვე საქართველოსთვის

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მსოფლიო ატომური ენერგეტიკის სფეროში უმსხვილესი ავარია მოხდა. 

7 აპრილი 2021 image

გამოფენა - ხმა ქართველი ქალისა

2021 წლის მარტში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა, რაც მიზნად ისახავდა ქალთა ისტორიული მიღწევების  წარმოჩენას. საქართველოს ისტორიაშიც, მრავალ გამოჩენილ ქალს განსაკუთრებული როლი უთამაშია საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლასა თუ რევოლუციური იდეების გატარებაში.