მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

1 სექტემბერი 2021 image

ანდრე ჟიდს – მოღალატეს

ანდრე პოლ გიიომ ჟიდი არის (1869-1951) ფრანგი მწერალი, რომელმაც 1947 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო, ჟურნალმა The New York Times კი სიკვდილის შემდეგ მას „თანამედროვე გზავნილების უდიდესი ფრანგი შემოქმედი“ უწოდა (France's greatest contemporary man of letters).

27 აგვისტო 2021 image

კიდევ ერთი უარი რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საზოგადოებამ „მემორიალი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან 2021 წლის 18 აგვისტოს მიიღო პასუხი ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც შეეხებოდა რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდას.

27 ივლისი 2021 image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა ციფრულ არქივირებაში: ყოფილი საბჭოთა ქვეყნების - ბელარუსის, საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოცდილება

ციფრული არქივირება მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რადგან ის ეხმარება დოკუმენტურად ასახოს წარსული, მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევები და უკეთ შეაგროვოს ინფორმაცია, რათა დაეხმაროს გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმებს და საზოგადოებრივი სიმართლის, სამართლიანობის აღდგენისა და ხსოვნის ინიციატივებს.

23 ივლისი 2021 image

„საბჭოთა კავშირში რეპრესირებული ქალები“ - გამოფენა დედაენის ბაღში

2002 წლიდან, 22 ივლისი საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. თარიღის ისტორია მომდინარეობს 1937 წლიდან - სწორედ ამ დღეს, დიდმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა დემონსტრაციულად მოიკლა თავი მწერალთა კავშირის შენობაში.

 

22 ივლისი 2021 image

საბჭოთა რეპრესიები ქართველი სტუდენტების მეხსიერებაში

22 ივლისს, რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გთავაზობთ საბჭოთა რეპრესიების შესახებ ქართველი სტუდენტების მიერ შეგროვებულ და მოთხრობილ ისტორიებს, რომლებიც უშუალოდ მათ ოჯახებს გადახდა.

21 ივლისი 2021 image

საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

დეკომუნიზაციის და ზოგადად,დერუსიფიკაციის პროცესში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), წლებია აწარმოებს კვლევებსა და შესაბამის ადვოკატირებას საზოგადოებაში.

14 ივლისი 2021 image

IDFI-მ და Transitions Online-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებით, IDFI აგრძელებს მოქმედების სფეროსა და საერთაშორისო ქსელის გაფართოებას. ამ კუთხით, 2021 წლის 8 ივლისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და Transitions Online (TOL) შორის. 

1 ივლისი 2021 image

IDFI რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას ისევ მიმართავს

2021წლის 30ივნისისწერილით, IDFI კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს,ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძესრათა საქართველოს მთავრობამ 2021 და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტებით უზრუნველყოს რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7-დან 44 ლარამდე გაზრდა.

1 ივლისი 2021 image

Post Bellum-ის ტრენინგი IDFI-ის წარმომადგენლებისა და არქივების მკვლევრებისთვის

30 ივნისს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის Post Bellum წარმომადგენლებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მკვლევრებისთვის გამართა ონლაინ ტრენინგი.

30 ივნისი 2021 image

საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული კომუნისტური, ტოტალიტარული რეჟიმის სახელწოდებების მატარებელი დასახლებული პუნქტები, ქუჩები, სკვერები, მოედნები და სხვა ტოპონიმიკა.