ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური სანქციები დაუწესა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას.
2023 წლის 13 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. კომისია კრიტიკულად აფასებს როგორც კანონის მიღების მეთოდს, აგრეთვე კანონის შინაარსსა და მისი შერჩევითად აღსრულების საფრთხეებს.
2023 წლის 3 აპრილს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომლის მე-7 თავი ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
2023 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. ანგარიშში ასახულია 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა.
2023 წლის 13 მარტს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი, რომელიც გაიხსნა სამაგისტრო საგნით „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.
მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.
ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას.