კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

4 თებერვალი 2025 image

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მორიგ შემთხვევებს და მზარდ ზეწოლას მედიაზე. დღეს,  განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას.

 

3 თებერვალი 2025 image

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე მედიის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. კოალიცია კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ ძალადობრივ ქმედებებსა და დაშინების ფაქტებს. 

3 თებერვალი 2025 image

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას. გასული ღამის განმავლობაში ქსელის ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მივიღეთ შეტყობინება.  დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა. დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით, ქსელის ინფორმაციით, 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

29 იანვარი 2025 image

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კონსტიტუციური და საკანონმდებლო ვალდებულებების სისტემატური დარღვევის გამო. მაუწყებელი, რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას. ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობისას.

 

28 იანვარი 2025 image

“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს "მთავარი არხის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო და მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

20 იანვარი 2025 image

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების შემცირების ფონზე, ანგარიში აფასებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე არსებულ მდგომარეობას, IDFI-ის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

20 იანვარი 2025 image

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

11-15 იანვარს, ქ. ბათუმში, რეპრესიების ინტენსივობამ მნიშვნელოვნად იმატა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს მშვიდობიანი პროტესტის ათობით მონაწილე, მათ შორის გამომცემლობა „ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი და ამავე გამომცემლობის ოპერატორი გურამ მურვანიძე. მზია ამაღლობელი, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდგომ,  რამდენიმე წუთში სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს. 

27 დეკემბერი 2024 image

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე ორგანიზაციულად არსებობის საფრთხეს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა. გამოხატვისა თავისუფლება დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმების პრიორიტეტული სამიზნეა.

30 აგვისტო 2024 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

IDFI მიიჩნევს, რომ როგორც თავად რუსული კანონი, ასევე მის საფუძველზე შემუშავებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა არ შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს.

3 ივნისი 2024 image

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს - ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა.