რამდენად აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია?
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კომისიის შემქნის დღიდან 2015 წლის ივლისამდე სულ ჩატარდა კომისიის სამი სხდომა. რაც შეხება სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობას ისინი 4-დან 11-მდე მერყეობს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდნონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.