კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

12 მაისი 2020 image

პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ კვლევის შედეგები

PrIME-ის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა პროკურატურის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ 2020 წლის 30 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვა იკვლევს შემდეგი საკითხებს (1) დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ; (2) ცოდნა საქართველოს პროკურატურის შესახებ; (3) პროკურატურასთან ურთიერთობის გამოცდილება; (4) პროკურატურის საკომუნიკაციო არხების გამოყენება და მათი შეფასება. 

11 მაისი 2020 image

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი 2020 წლის BTI-ის მიხედვით

ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი (BTI) განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხის გასაზომად შეიქმნა. ამ პროექტის ავტორი გერმანიაში დაფუძნებული მსხვილი, არაკომერციული ორგანიზაცია ბერთელსმანის ფონდია, რომელიც 1977 წელს შეიქმნა საზოგადოების პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის გასაძლიერებლად. ფონდი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს მსოფლიოში მოქალაქეების ჩართულობის, მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. 

7 მაისი 2020 image

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები COVID-19 კრიზისის დროს

არსებითად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს შენარჩუნებული იყოს ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რადგან კრიზისის დროს აღმასრულებელი შტოსთვის გადაჭარბებული უფლებამოსილებების მინიჭებას შესაძლოა ხანგრძლივი არაპროპორციული გავლენა ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.

 

6 მაისი 2020 image

პროკურატურის მუშაობა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში

გაიგეთ მეტი, თუ როგორ მუშაობს საქართველოს პროკურატურა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, როგორ ხდება მოწმეთა და დაზარალებულთა დაკითხვა დისტანციურ რეჟიმში და როგორ უნდა დაუკავშირდეთ პორკურატურას საგანგებო მდგომარეობის დროს

6 მაისი 2020 image

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები COVID-19 კრიზისის დროს

.

4 მაისი 2020 image

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ

2020 წლის 19 იანვარს, „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდებსა და ფეისბუქ გვერდებზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში განთავსდა ფილმი: „გამარჯვებულთა სამართალი“. იგი ეხებოდა 2011 წელს სახელმწიფოს მიერ ბიზნესმენის, დავით ბეგიაშვილისთვის ქონების, კერძოდ კი ბრენდული საათების მაღაზია „ალბატროსის“, ჩამორთმევას და პროკურატურის მიერ ამ საქმის გამოუძიებლობის ბრალდებას.

4 მაისი 2020 image

COVID-19-ის კონტროლი და პრევენცია საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეკომენდაციით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პოპულაციის შემცირება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი და უფრო მეტიც, გარდაუვალი ნაბიჯია.

2 მაისი 2020 image

პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.

21 აპრილი 2020 image

ტრენინგი თემაზე - კიბერჰიგიენა კიბერუსაფრთხოებისთვის

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობის საფუძველზე, 21 აპრილს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანამშრომლებს და IDFI-ს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში ჩაუტარეს ლექცია კიბერუსაფრთხოების შესახებ.

7 აპრილი 2020 image

IDFI-ს მოსაზრებები სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე

IDFI-მ პარლამენტს სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა.