კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

21 სექტემბერი 2016 image

გიორგი კლდიაშვილი -

IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მოლდოვაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა კონფერენციაში სახელწოდებით „ფრონტის ხაზზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“ განსახილველ საკითხებს შორის იყო: ადამიანის უფლებების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საერთაშორისო მექანიზმები; ადამიანი უფლებების დამცველები; კამპანიის წარმოების, კავშირების დამყარებისა და დაფინანსების მოძიების საუკეთესო პრაქტიკა; და ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი კონფლიქტის ზონებში.



 

19 სექტემბერი 2016 image

კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაცია: კონსტიტუციური სარჩელების ე.წ. გამოცვლა და აცილების შუამდგომლობები საკონსტიტუციო სასამართლოში

პარლამენტმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციური სარჩელების შესაძლო შეცვლის მოტივით მოითხოვა საკონსტიტუციო რამდენიმე მოსამართლის აცილება კაბელები-უგულავას და რუსთავი 2-ის საქმის განხილვიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატებმა ასევე მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო განცხადებების გამო მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობით. IDFI-იმ მოამზადა სამართლებრივი ანალიზი, რომელიც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომ წყაროებში გაცხადებულ გარემოებებს.

6 ივლისი 2016 image

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რითიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად აღიარა. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე.

23 ივნისი 2016 image

უახლესი ცვლილებები ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტში

აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტი წარმოადგენს ფედერალურ კანონს, რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების საჯაროობის სტანდარტებს, განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ცნებას და არეგულირებს ინფორმაციის გასაჯაროების გამონაკლისებს. IDFI-ს სტატია მიმოიხილავს ინფორმაციის თავისუფლების აქტში შეტანილ უახლეს ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 

10 მაისი 2016 image

ინფორმაციის თავისუფლება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში

მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში სხვა საკითხებს შორის მიმოიხილავს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას. ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებით. 

 

4 მაისი 2016 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე: IDFI - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

ბმულზე იხილეთ სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ. სტატიაში მიმოხილულია თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართვლოს უზენაეს სასამართლოთა გადაწყვეტილებები, რომლებიც ადგენენ შსს-ს ვალდებულებას გასცეს ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

4 აპრილი 2016 image

მოსაზრებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე

კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წარმოდგენილია კოალიციის წევრების მოსაზრებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. ისინი თვლიან, რომ ამ საკითხების განხილვა და გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეფორმის პროცესის გაძლიერებას და შერჩეული რეფორმის მიმართულების სწორად წარმართვას. 

24 მარტი 2016 image

კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ე.წ. ოდეერების საქმიანობის მონიტორინგს მნიშვნელოვნად გაართულებს

მოქმედ კანონმდებლობას 2015 წლის 27 ოქტომბერს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები „რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული.

21 მარტი 2016 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. არსებული მდგომარეობით თავად სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წესით უნდა გაიცეს სასამართლო გადაწყვეტილებები. IDFI-მ გადაწყვიტა გაცნობოდა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ქვემოთ წარმოგიდგენთ აღნიშნული შესწავლა-ანალიზის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს.

21 იანვარი 2016 image

ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი საჯარო დაწესებულებებისთვის (მეორე გამოცემა)

ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი საჯარო დაწესებულებებისთვის არის IDFI-ის მიერ მომზადებული რიგით მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი. ნაშრომი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე.