კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

30 იანვარი 2020 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ითხოვს

"მთავარი არხის" მიერ დღეს, 2020 წლის 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე არხის დირექტორს ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

23 იანვარი 2020 image

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“  პრეზენტაცია გამართა.

24 დეკემბერი 2019 image

ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებულები.

8 ნოემბერი 2019 image

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) წარადგინეს ანგარიში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“. ანგარიში მიზნად ისახავს, შეაფასოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში.

21 ოქტომბერი 2019 image

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა უვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა.

21 ოქტომბერი 2019 image

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა

გამოკითხვა ჩატარდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად. გამოიკითხა 867 მოქალაქე, მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია, ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.2%-ის ტოლია.

27 სექტემბერი 2019 image

IDFI-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად საჯარო დისკუსია გამართა

IDFI სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად გამართა საჯარო დისკუსია 2019 წლის 22 მაისს ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გასაზიარებლად.

3 სექტემბერი 2019 image

IDFI-მ საქართველოს პარლამენტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

IDFI-იმ საქართველოს პარლამენტს 2019 წლის 22 მაისს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა. IDFI-ს მოსაზრებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა.

9 აგვისტო 2019 image

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება - რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია თითოეული ადამიანის თვითრეალიზება და საზოგადოების განვითარება. სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რაც უზრუნველყოფს აზრებისა და ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლას.

6 აგვისტო 2019 image

ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის მდგომარეობა საქართველოში

IDFI-იმ შეისწავლა ცხოველთა წინააღმდეგ სასტიკ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი აღსრულების მდგომარეობა საქართველოში. ამ მიზნით IDFI-მ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა შესაბამისი უწყებებიდან. IDFI ასევე გაეცნო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო რეგულაციებსა და იმ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას, რომლებიც გამოირჩევიან ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტებით.