კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

27 დეკემბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები (2011-2017)

IDFI „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტს”, რომლის მიზანია სასამართლოს საქმიანობის ზოგადი მონიტორინგი და შეფასება, ასევე, პროფესიული დისკუსიების ხელშეწყობის გზით სასამართლოს შესახებ ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.

20 დეკემბერი 2017 image

IDFI-მ გიორგი მამალაძის და მისი ადვოკატების კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI-მ) სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მაია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

17 ნოემბერი 2017 image

სამოქალაქო საზოგადოების პარალელური შეფასება საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნის 16.10.2 ინდიკატორის შესრულების შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად IDFI-მ შეაფასა, თუ რამდენად სრულდება საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მზნების 16.10.2 ინდიკატორი, რომელიც თავის თავში სახელმწიფოს მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს. კვლევის მეთოდოლოგია და შეფასების შედეგები გთხოვთ იხილოთ სრულ ანგარიშში. 

30 ოქტომბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის წესი პრობლემატურია

2017 წლის 15 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N864). სარჩელის ფარგლებში სადავოდ იყო გამხდარი  იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებითაც სამართალდამცავების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის დისკრეციული წესით გამოცემა იყო დადგენილი.

6 ოქტომბერი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებებში იურიდიული პირების დაშტრიხვის საკითხი

2015 წლის 19 ოქტომბერს სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელეები არიან ივანე ამირაძე და სხვები სრული სახით, მხარეთა სახელების დაშტრიხვის გარეშე.

27 სექტემბერი 2017 image

ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

21 სექტემბერს, ქალაქ მანჩესტერში გაიმართა ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი თემა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელთა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იყო. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოშიც. მოცემული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებაა.

26 სექტემბერი 2017 image

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტების გიორგი მშვენიერაძის და მარინე კაპანაძის მიერ და ეხება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 და 14 ივლისის გადაწყვეტილებების შეფასებას.

 

22 სექტემბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „მოსმენების საქმის“ განხილვის მონიტორინგის შედეგები

2017 წლის 7 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში, დასრულდა ე.წ. “მოსმენების” საქმის დასაშვებობის საკითხის განხილვა. სასამართლო ამ ეტაპზე არკვევდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რამდენად იყო იმავე შინაარსის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ერთხელ უკვე ცნო. 

14 სექტემბერი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (იანვარი-აგვისტო, 2017)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესის კონტროლს.

1 სექტემბერი 2017 image

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება საქართველოში - საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერნეტის როლის უპრეცედენტოდ გაზრდის პარალელურად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება იმ წესების განსაზღვრის საკითხი, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტ ურთიერთობებზე. მისი მიზანია, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს იმ ინტერესების დაცვა, რომლებსაც რიგ შემთხვევაში შეიძლება უპირისპირდებოდეს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ინტერნეტშიც.