2021 წლის 24-25 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) და “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა.
24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ Covid რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად ჩამოწერილი იქნება ყველა ჯარიმა და შეწყდება ყველა მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა.
2013-2021წლების საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება დახასიათდეს,როგორც სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის მოჩვენებითი და არასრულფასოვანი მცდელობა, რომელმაც,საბოლოო ჯამში,რეალური და სისტემური ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური გარდაქმნის იმიტაცია შექმნა.
18 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში დისკუსია გამართა თემაზე „Covid-19 პანდემიის დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“.
16 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით განხორციელდა.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის დღესვე, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინება.
2021 9 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრებმა დაარეგისტრირეს კანონის პროექტი, რომელიც მედიის ინფორმაციით საქართველოს მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი წარმართოს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის გატარებამდე.
2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად, ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს.