კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

25 თებერვალი 2021 image

მედიაკოალიცია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

2021 წლის 25 თებერვალს ტვ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ უცნობი პირები.

21 თებერვალი 2021 image

IDFI საქართველოს პარლამენტთან აქციების მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება

2021 წლის 19 თებერვალს პოლიციამ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წევრები დააკავა.

17 თებერვალი 2021 image

IDFI-ის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა

2021 წლის 11 თებერვალს სახალხო დამცველმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური უფლების - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დარღვევა დაადგინა.

 

10 თებერვალი 2021 image

გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ: მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა გამოიწვია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმის გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ განხილვამ (გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 1 დეკემბერს) „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ ცნების განვრცობის შესაძლებლობა მისცა.  ეს საქმე მოსამართლეთა დანიშვნის საკითხსა და ამ პროცესში კანონის იმგვარ დარღვევას შეეხება, რომელიც შედეგად სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვას იწვევს.

8 თებერვალი 2021 image

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა vs. პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

 

28 იანვარი 2021 image

პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა ელექტრონული მმართველობის პროცესში

ელექტრონული მმართველობა დაკავშირებულია სახელმწიფო დაწესებულებებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასთან. იუნესკოს განმარტებით, ელექტრონული მმართველობა გულისხმობს საჯარო სექტორის მხრიდან ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხელისუფლების უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირებისათვის,ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდასაჭერად.

20 იანვარი 2021 image

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის ბრიფინგზე

სამოქალაქო ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაინტერესდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით და უზრუნველყონ მსჯავრდებულთა უსაფრთხოება. 

28 დეკემბერი 2020 image

მედიაკრიტიკის პლატფორმის მიმოხილვა

2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის საქმიანობის მიზანს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

10 დეკემბერი 2020 image

IDFI გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინასასესიო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა

2020 წლის 8 დეკემბერს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის წინასასესიო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გაეროში სხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გააჟღერეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს მისცენ.

9 დეკემბერი 2020 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არ უნდა შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია

კომისიის მიერ 2020 წლის 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისია გეგმავს ახლებურად განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერები, შეითავსოს თვითრეგულირების ფუნქცია და ახალი სანქციები გამოიყენოს მაუწყებლების წინააღმდეგ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების მოტივით.