კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

8 აპრილი 2025 image

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
 

7 აპრილი 2025 image

კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება “ინდიგოს” ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას.

4 აპრილი 2025 image

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

2025 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა, ქართული მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის, ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქცირება განხორციელდა აშშ-ს მიერ იგივე პირებისთვის  კორუფციაში სავარაუდო ჩართულობის გამო სავიზო შეზღუდვების დაწესებიდან ორი წლის თავზე.  

 

27 მარტი 2025 image

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

მემორანდუმიდან იკვეთება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირდა საპოლიციო ძალების მიერ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სისტემური არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, მშვიდობიანი პროტესტი უსაფუძვლოდ იქნა შეწყვეტილი სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებით, ხოლო პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები ასევე უსაფუძვლოდ იქნენ დაკავებულნი.

27 მარტი 2025 image

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. 

24 მარტი 2025 image

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

 

23 მარტი 2025 image

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც “ქართული ოცნებისადმი” ლოიალობით გამოირჩევიან. საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე შეისწავლოს, მათი კრიტიკული განცხადებების გამო.

 

20 მარტი 2025 image

მედიის თავისუფლება და მიტაცებული ინსტიტუტები საქართველოში - პარალელური ღონისძება ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრის ფარგლებში

2025 წლის 18 მარტს, ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ IDFI-ს, საია-ს და “უფლებები საქართველოს” წარმომადგენლები.

20 მარტი 2025 image

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ რეპრესიულ ცვლილებებზე

შეკრების/გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებული იქნა არაერთი სამართლებრივი პრობლემა, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.

28 თებერვალი 2025 image

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს დამოუკიდებელი მედიის „აჭარა თაიმსის"  რედაქტორის სულხან მესხიძისა და TOK-TV-ის ჟურნალისტებს  მიხეილ დარბაიძეს და ინგა ირიციანის წინააღმდეგ მორიგ უკანონო ხელშეშლისა და დისკრედიტაციის შემთხვევებს.