კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

22 ნოემბერი 2021 image

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიქმნან ზუსტი წარმოდგენა მართლმსაჯულების ხარისხზე, მის დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. სამწუხაროდ, სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის დღემდე დახურულია.

17 ნოემბერი 2021 image

IDFI-ის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. პენიტენციური სამსახური უარს ამბობს სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე და პატიმრის ბადრაგირებაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. 

 

12 ნოემბერი 2021 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI ა(ა)იპ „მედიააკადემიის” წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ს სამართლებრივი პოზიცია და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

11 ნოემბერი 2021 image

ვეხმიანებით მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანის კადრების გავრცელებას

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოებერს მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებითი შესახლების კადრები გაავრცელა. სამსახურის განმარტებით, მათ მიზანი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

10 ნოემბერი 2021 image

კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნაწილის საჯარო გამოხმაურება და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან გამიჯვნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისათვის. 

9 ნოემბერი 2021 image

ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რაც მისი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

6 ნოემბერი 2021 image

IDFI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სუს-ის  განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, ისევე როგორც  სამართლებრივი შეფასებები ბადებს არაერთ კითხვას. სუს-ი ვერ ასაბუთებს, მის მიერ დასახელებული საფრთხეების ვერც რეალურობას ვერც მყისიერებას. ამ ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ფონის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მიერ რეპრესიული ზომების გასაძლიერებლად.

2 ნოემბერი 2021 image

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე

მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატის, პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრის, დაკავების კადრები.

29 ოქტომბერი 2021 image

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას გაუმართლებლად მიიჩნევს.

 

27 ოქტომბერი 2021 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.