არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის გავრცელებული სავარაუდო აუდიოჩანაწერის შესახებ.
25 აპრილს, იუთუბ არხზე "Cyber Kmara" გავრცელდა მორიგი აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს. ეს უკანასკნელი, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების ფონზე, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია.