2021 წლის 5 და 6 ივლისის მასშტაბური ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს, ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე მძიმე დღეები იყო, რა დროსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.