2006-2013 წლის ჯანდაცვის რეფორმის ფინანსური გავლენის პროგნოზი კერძო სადაზღვევო კომპანიებზე - „ალდაგი-ბისიაი“-ს შემთხვევა
კვლევის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ინიცირებული ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის ფინანსური შედეგების პროგნოზირება და შედეგად, მისი სავარაუდო გავლენის დადგენა სადაზღვევო კომპანიების გრძელვადიან ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კვლევის ფარგლებში შეფასებულია ქართული სადაზღვევო კომპანიის („ალდაგი-ბისიაი“) ეკონომიკური ღირებულება სპეციფიკურ ინსტიტუციონალურ გარემოში. კვლევა ჩატარდა ე.წ. „Case Study“-ს მეთოდის გამოყენებით.