ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

28 იანვარი 2016 image

სალექციო კურსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სალექციო კურსის მიზანი იყო სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020“-ს შემუშავების გაანალიზება სტრატეგიულ ჭრილში, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის რეგულირების მხრივ არსებული მდგომარეობის განხილვა.

 

25 იანვარი 2016 image

ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა

ჯანდაცვის ხარჯების ზრდა აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მხრიდან ისედაც მწირი თანხები იხარჯება (2). ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რით არის გამოწვეული ჯანდაცვის ხარჯების ზრდა და საქართველოში მისი შეკავების რა მექანიზმები არსებობს.

22 იანვარი 2016 image

საპენსიო სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური და ლიბერალური ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მდგრადი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ.

14 იანვარი 2016 image

ღია მონაცემების გამოყენებით IDFI-ის მიერ შექმნილი ვებ აპლიკაციები

Data.gov.ge პორტალზე გამოქვეყნებული ღია მონაცემების საფუძველზე IDFI-იმ შექმნა სპეციალური ვებ-აპლიკაციები საქართველოში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთა რეესტრი

5 იანვარი 2016 image

სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის ფორმები, მსოფლიო პრაქტიკა და საქართველო

ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის რამოდენიმე ფორმაა გავრცელებული: არაკომერციული, მომგებიანი, სახელმწიფო, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული. ასეთი მრავალფეროვნება ძირითადად სამედიცინო ბაზრის თავისებურებებითაა განპირობებული. აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოში უმთავრესად სამედიცინო დაწესებულებების მესაკუთრეობის მხოლოდ ორი ფორმაა განვითარებული: კერძო მომგებიანი და სახელმწიფო.

30 დეკემბერი 2015 image

პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების ხარჯები - 2015 (იანვარი-აგვისტო)

სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციებიდან მოწოდებული მონაცემების ანალიზი, რომელიც უკავშირდება 2015 წელს გაცემულ დანამატებს და პრემიებს, სამივლინებო და წარმომდაგენლობით ხარჯებს, შესყიდულ ავტომობილებს და სხვ.

27 დეკემბერი 2015 image

1995-2015 წლებში საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება

ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით 1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს.

16 დეკემბერი 2015 image

2015 წელს (6 თვე) თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

IDFI კვლავ აგრძელებს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის მონიტორინგს. ამჯერად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს სამინისტროების და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია.

15 დეკემბერი 2015 image

რა არის ინკლუზიური ზრდა?

ინკლუზიური ზრდის თემატიკის აქტუალიზება რაც აისახა ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში „საქართველო 2020“ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ანარეკლი იმ დებატებისა რაც აკადემიურ და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებს შორის მიმდინარეობს.

9 დეკემბერი 2015 image

საპენსიო სისტემათა მსოფლიო მოდელები საქართველოს კონტექსტში

ანალიტიკური ნაშრომის ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს საპენსიო სისტემების რეფორმირების კუთხით მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვა. შესასწავლი ნიმუშის სახით შერჩეულია პოლონეთის საპენსიო სისტემა.