ანგარიში

14 სექტემბერი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (იანვარი-აგვისტო, 2017)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესის კონტროლს.

13 თებერვალი 2017 image

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კომენტარები ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების თვითშეფასების საბოლოო ანგარიშზე

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სამოქმედო გეგმაში მოცემული იყო 27 ვალდებულება (29 აქტივობა), რომელიც განაწილებული იყო 16 პასუხისმგებელ უწყებას შორის. IDFI აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგის პროცესში და OGP-ს სამდივნოს სისტემატიურად წარუდგენდა საკუთარ შეფასებებს აქტივობების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

23 იანვარი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (აპრილი-დეკემბერი, 2016)

უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.

9 ნოემბერი 2016 image

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პირველი წლიური ანგარიში (2014-2016)

IDFI-ის მიერ მომზადებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პირველი წლიური ანგარიშის (ოქტომბერი 2014-სექტემბერი 2016)  შედეგები აჩვენებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის უფრო მეტად წარმოადგენს გამონაკლისს, ვიდრე წესს. დიალოგის ყველაზე წარმატებული შემთხვევების გამოვლენით ჩვენი პროექტის გუნდს აქვს იმედი, რომ ხაზს გავუსვამთ პოლიტიკის დაგეგმის ადრეულ ეტაპებზე ეფექტური კონსულტაციის პოზიტიურ გავლენას, და ამგვარად ხელს შევუწყობთ მეტად ინკლუზიურ გადაწყვეტილების მიღების პროცესს მმართველობის ყველა ეტაპზე. 

28 სექტემბერი 2016 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2016 წლის ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში. წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასებას 2016 წლის მონაცემებით და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით IDFI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკას, ისევე როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2016 წლებში.

 

7 აპრილი 2016 image

ფარული მიყურადება საქართველოში: 2015-2016

IDFI-ს ანგარიშში განხილულია 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მარტამდე საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოვლენები. ესენია: ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს აღორძინება 2016 წლის მარტში, ორგასაღებიანი სისტემის პირველი შედეგები და ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლი, ასევე, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

18 მარტი 2016 image

სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016) საბოლოო ანგარიში

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, 2015 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 10 თებერვლის ჩათვლით განახორციელა პროექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში შეფასდა სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი.

 

11 დეკემბერი 2015 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2010-2015 წლების შემაჯამებელი ანგარიში

2015 წლის 11 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მართავს 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში, რომელსაც IDFI-ი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდების ფინანსური“ მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებდა.

 

11 დეკემბერი 2015 image

IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები გამოავლინა

11 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ (OSGF) გამართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში 2010-2015 წლებში.

 

28 მაისი 2015 image

„ქართული ოცნების“ 2 წლიანი მმართველობის შეფასება

28 მაისს სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის "ღია მმართველობის" თავი მომზადებულ იქნა IDFI-ს მიერ.