კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა
პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას. იგი წარმოაჩენს იმ რისკებს და გამოწვევებს რომლებიც თან სდევს კრემლის საინფორმაციო ომს და რომლის წინააღმდეგაც საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, დაუპირისპირდეს კრემლის საინფორმაციო ომს.