პოლიტიკის დოკუმენტები

22 მაისი 2018 image

IDFI-ის რეკომენდაციები ღია მმართველობა საქართველოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმისთვის

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ვალდებულებებს, რომლებსაც ქვეყანა ეროვნული სამოქმედო გეგმით აიღებს. წინა სამოქმედო გეგმებისგან განსხვავებით, თავმჯდომარეობის წელს შემუშავებული სამოქმედო გეგმა განსხვავებული, უფრო ამბიციური და ტრანსფორმაციული უნდა იყოს.

31 მარტი 2018 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემების პარალელური ტენდენციების და საერთო მახასიათებლების და მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა.

21 დეკემბერი 2017 image

ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში (2011-2016)

პოლიტიკის დოკუმენტში შესწავლილია 2011-2016 წლებში საჯარო სექტორში ბიუროკრატიული აპარატის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების პრაქტიკა. კერძოდ, დოკუმენტი მიმოიხილავს 2011-2016 წლებში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების, შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ავტოპარკის და სატელეკომუნიკაციო ხარჯებს.

1 სექტემბერი 2017 image

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება საქართველოში - საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერნეტის როლის უპრეცედენტოდ გაზრდის პარალელურად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება იმ წესების განსაზღვრის საკითხი, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტ ურთიერთობებზე. მისი მიზანია, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს იმ ინტერესების დაცვა, რომლებსაც რიგ შემთხვევაში შეიძლება უპირისპირდებოდეს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ინტერნეტშიც.

20 ივლისი 2017 image

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური - საქართველო და საერთაშორისო სტანდარტები

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, წარმოაჩინოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობა იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დღეისთვის არსებულ კორუფციასთან ბრძოლის სისტემაში გამოვლინდა.

27 ივნისი 2017 image

მოსაზრებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით. დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც აღნიშნული კანონპროექტი უკვე არის დარეგისტრირებული პარლამენტში განსახილველად.

 

5 მაისი 2017 image

კერძო-საჯარო დიალოგი კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია, გამოკვეთოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებამდე, მასში ასევე მოცემულია ამ დიალოგის წარმატებით ჩატარების მცირე გზამკვლევი.   

1 მაისი 2017 image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის №69/ო ბრძანებით 27 აპრილს დამტკიცდა სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2017-2020 და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. 

24 მარტი 2017 image

IDFI-ის რეკომენდაციები 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე.

23 მარტი 2017 image

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პოლიტიკა საქართველოში

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესწავლა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.