საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებული იქნა 1999 წლის 25 ივნისს. მასში ადმინისტრაციული აქტის, მისი გამოცემის, არსრულებისა და გასაჩივრების, ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული გარიგების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები და სისტემაა ჩამოყალიბებული. ამავე დროს ინოფრმაციის თავისუფლების კუთხით კოდექსი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და მექანიზმები მასში ყველაზე ვრცლად და დეტალურად არის მოცემული. კოდექსის მესამე თავი ეძღვნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.