საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე #1/3/209,276
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ გულისხმობს ინფორმაციის ისეთ თავისუფლებას, რაც შეიძლება გახდეს სხვისი უფლებებისა თუ თავისუფლებების, ანდა სამართლებრივად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, სადავო ნორმების შეფასებისას გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის ის დებულება, რომლითაც იზღუდება ინფორმაციის მიღების თავისუფლება, თუკი ეს ზიანს აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.