სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ
2015 წლის 23 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი IDFI-ს წინააღმდეგ, შესაბამისად ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაავალდებულა უწყება დეტალური სახით გაეცა IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.