IDFI საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ - სასამართლო დავის შეჯამება
აქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წინააღმდეგ. სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაევალა გაეცა ინფორმაცია მის მიერ 2014 წელს გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ როგორიც არის პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგული ხარჯები და სხვა.