გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გლობალური პრინციპები
დოკუმენტში ჩამოყალიბებულია გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის 30 პრინციპი. აღნიშნული პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის. სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თუმცა, ამასთან, ხაზგასმულ იქნა, რომ კანონმდებლობის ცვლილების პროცესში აუცილებელია, დაცული იყოს ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის.