ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის მიმოხილვა
ერთი მხრივ, ცენზურის წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა საუკუნეებს ითვლის. ცენზურის ერთ-ერთი ძველი და ცნობილი შემთხვევა ფილოსოფოს სოკრატეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ძვ.წ.აღ. 339 წელს მისი თანამედროვეობის მორალური და პოლიტიკური კოდექსის წინააღმდეგ ახალგაზრდა თაობაში გავრცელებული მოსაზრებების გამო საწამლავით სიკვდილი მიესაჯა.