როგორც 2008 წელს, დღესაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აქტიურია რუსული პროპაგანდა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს დაარწმუნოს როგორც რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ეთნიკური ოსების წინააღმდეგ, რომელთა „დასაცავადაც“ რუსეთი „იძულებული გახდა“ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გზით შემოსულიყო.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2020 წლის 22 აპრილისთვის დანიშნული, რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ხმის მიცემის თარიღი გაურკვეველი ვადით გადადო.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წინ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უსწრებდა: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი) და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 26 იანვარი). როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე აღნიშნავს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილს, ორივე ამ საშვილიშვილო საქმეში გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი. თუ ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იგი მონაწილის როლით შემოიფარგლა, საქართველოს პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება მთლიანად მისი ძალისხმევის ნაყოფი იყო.