საჯარო ლექცია თემაზე - მასობრივი დახვრეტის და დამარხვის ადგილების აღმოჩენა და ნეშტების ექსჰუმაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი და 'ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი - პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისია' (IPN) საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გეპატიჟებათ საჯარო ლექციაზე, რომელიც მიეძღვნება მასობრივი დახვრეტის და დამარხვის ადგილების აღმოჩენისა და ნეშტების ექსჰუმაციის საკითხს.