სტატია

2 ოქტომბერი 2014 image

OGP -ის შესახებ სემინარი თსუ-ში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ სემინარი გამართა.

30 სექტემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ -ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში - 2013-2014 წლების ანგარიში

კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით.

25 სექტემბერი 2014 image

OGP-ს ბოსნია და ჰერცოგოვინა შეუერთდა

ღია მმართველობის პარტნიორობას ბოსნია ჰერცოგოვინა შეუერთდა და წევრი ქვეყნების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. პარტნიორობამ ბოსნია ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი გაწევრიანების თხოვნით 1 სექტემბერს მიიღო.

24 სექტემბერი 2014 image

გიორგი კლდიაშვილი ნიუ იორკში OGP-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და ფორდის ფონდის ორგანიზებით გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

24 სექტემბერი 2014 image

დისკუსია სტუდენტებთან OGP-ის თემაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სტუდენტებთან დისკუსია 23 სექტემბერს გამართა. შეხვედრა, რომელსაც სხვდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ განათლების მულტიმედია ცენტრში შედგა.

22 სექტემბერი 2014 image

IDFI-მ ბათუმის მედიისთვის OGP-ის შესახებ ვორქშოფი გამართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელსაც IDFI-ის დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

18 სექტემბერი 2014 image

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში OGP-ის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვა

24 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მესამე საიუბილეო შეკრებაზე სიტყვით გამოვა.

9 სექტემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები სამცხე - ჯავახეთის რეგიონიდან

www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია სამცხე - ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია

8 სექტემბერი 2014 image

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის: აქამდე საიდუმლო დეტალები

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

 

5 სექტემბერი 2014 image

მთავრობამ OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბრის სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2014-2015 წლებში განსახორციელებლად ქვეყანის 16-მა სახელმწიფო უწყებამ 27 ვალდებულება აიღო. გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI)