დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ანალიზი
2013 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ, გაცხადებული პოლიტიკის ფორმით, შემუშავებულ იქნა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“[1]. სტრატეგიული დოკუმენტი მიზნად ისახავს სწრაფი, ეფექტიანი და ინკლუზიური ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების თითოეული წევრი და რომელიც მდგრადი იქნება თანამედროვე ეკონომიკური გარდაქმნების მიმართ.