სტატია

8 აპრილი 2016 image

საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართა საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის (2016-2017) შემუშავების მიზნით. მონაწილეებს შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები. ისინი გაეცნენ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) მიზნებს და წამოაყენეს სამოქმედო გეგმაში შესატანი ინიციატივები.

7 აპრილი 2016 image

საჯარო სამსახურში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ანალიზი - 2012 წლის არჩევნებამდე და შემდეგ

გადაწყვეტილების მიღების პროცესი ზოგადად და არა ცალკეულ შემთხვევებში გამჭვირვალეობით უნდა ხასიათდებოდეს და კომპეტენციების, მოხელეთა რანგის თუ კლასის შესაბამის დონეებზე მიიღებოდეს. რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს სისტემის დეცენტრალიზაციას საჭირო დონემდე და მნიშვნელოვანი მსაზღვრელია საჯარო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების.

1 აპრილი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობა როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის სტატია გაეროს მდგრადი განვითარების და ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების თანხვედრის საკითხზე.

31 მარტი 2016 image

IDFI-ს დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის შერჩევის საბოლოო ეტაპს გადის

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) გამართავს გასაუბრებების ბოლო შესარჩევ ეტაპს სადაც მონაწილეობას მიიღებს OGP-ის მმართველ კომიტეტში (Steering Committee) შესარჩევი კონკურსის მონაწილე 16 ნახევარფინალისტი.

24 მარტი 2016 image

21-ე საუკუნის გლობალური კრიპტო ომები და ფარული მიყურადების ფაქტები საქართველოში

2016 წლის 13 მარტს სოციალურ ქსელ YouTube-ზე ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. აღნიშნული კადრების გადამღები და გამავრცელებელი პირის/პირების ვინაობა უცნობია, რადგან პროკურატურა საქმეს ამ დრომდე იძიებს.

23 მარტი 2016 image

საჯარო სამსახურის რეფორმა – რამდენად ამართლებს ახალი კანონი მოლოდინს?

საქართველოს პარლამენტის მიერ, 2015 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი[1], რომელიც ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა. ახალმა კანონმა თვისობრივად ახალი მიდგომები შემოიტანა პრაქტიკაში და მიზნად დაისახა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობაზე დაფუძნებული, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ახალი მიდგომები, მათ შორის, აერთიანებს საჯარო მოხელეთა შეფასების, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისა და თანამდებობათა რანგირების ერთიანი სისტემების დანერგვას, აგრეთვე, ახალი კანონი ადგენს პროფესიული განვითარების სტანდარტებს, საჯარო სამსახურში მოსახვედრად, სავალდებულო სერტიფიცირების გავლისა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების წესებს.

22 მარტი 2016 image

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა საქართველოს OGP-ის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა (Independent Reporting Mechanism - IRM), რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აანალიზებს, საქართველოს OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების 2014-2015 წლების ანგარიში გამოაქვეყნა.

15 მარტი 2016 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად გიორგი კლდიაშვილი აირჩიეს

2016 წლის 29 თებერვალს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-7 საერთო კრება. კრების მიზანი იყო პლატფორმის ერთწლიანი საქმიანობის შეჯამება და პლატფორმის თავმჯდომარის და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების არჩევა. კრებას ესწრებოდა 86 წევრი ორგანიზაციის 130 წარმომადგენელი.

15 მარტი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის 2 მარტს, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეჩვიდმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

11 მარტი 2016 image

OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“.