IDFI აზიის განვითარების ბანკის 49-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე
ზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განსახილველად. შეხვედრებზე წევრ მთავრობებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ბანკის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ასევე, დამკვირვებელი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ აზიის რეგიონში არსებული პრობლემები და შეთანხმდნენ მათ შესაძლო მოგვარების გზებზე.