ლარის გაუფასურების მიზეზები
სტატიაში წარმოგიდგენთ ლარის გაუფასურების მიზეზების დეტალურ მიმოხილვას. რა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის გაუფასურება და რამ არა?მართალია, 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში 69%-ით გაუფასურდა, მთლიანობაში, საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში ლარი მხოლოდ 4.1%-ით არის გაუფასურებული. ეს ხაზს უსვამს, ერთი მხრივ, იმას, რომ დოლარის გამყარება გლობალური ტენდენციაა, ხოლო, მეორე მხრივ, იმას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მეტ ნაკლებად ყველა ვალუტა გაუფასურდა. ამ ფონზე ლარის გაუფასურების შეჩერება ხელოვნური ინტერვენციებით შესაძლოა ცუდი შედეგების მომტანიც კი ყოფილიყო. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი უარყოფითი სავაჭრო ბალანსია - სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა.