სტატია

14 ივლისი 2017 image

IDFI-ის საჯარო დისკუსია - დიალოგი კერძო სექტორთან კანონპროექტების მომზადების დროს

2017 წლის 12 ივლისს IDFI- ის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე - „კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტების მომზადების ადრეულ ეტაპებზე“.

21 ივნისი 2017 image

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საგადასახადო საიდუმლოება - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ

2015 წლის 16 აპრილს, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თითოეული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თ.ი.ზ.-ი) შემოწმება და ასეთი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში მოითხოვა მათი ამსახველი დასკვნები და ოქმები.  

16 ივნისი 2017 image

IDFI-მ ინტერნეტ რეგულაციების შესახებ საჯარო დისკუსია გამართა

2017 წლის 15 ივნისს, IDFI-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის რეგულაციების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

8 ივნისი 2017 image

IDFI-მ თელავში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა

2017 წლის 7 ივნისს, თელავში, IDFI-მ გამართა საჯარო ლექცია სახელწოდებით - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი“. ღონისძიება გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

6 ივნისი 2017 image

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის ახალ წევრად იქნა არჩეული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მმართველი კომიტეტი OGP-ის აღმასრულებელი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც ადგენს და იცავს  პარტნიორობის ღირებულებებსა და ინტერესებს. 

2 ივნისი 2017 image

IDFI-ს პროექტი ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების (OGP) მხარდასაჭერად

DFI და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (EGA) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - „ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად“. პროექტს აქვს ორი კომპონენტი და ითვალისწინებს როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერას OGP-ს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში.

2 ივნისი 2017 image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ღია მმართველობა მექსიკის სამდივნო დატოვეს

მექსიკა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. მექსიკის მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია მმართველობის პარტნიორობის წინსვლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს, წარმატებული საშინაო რეფორმების განხორციელებისა და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. 

31 მაისი 2017 image

საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ჯამში 25 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.

28 მაისი 2017 image

ორთაჭალის ციხის არქივების გადარჩენა

IDFI ორთაჭალის ციხის არქივის ბედით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდა. ინფორმაციის გასარკვევად ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინიტროს. იუსტიციის სამინიტროს პასუხის თანახმად, წერილი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინიტროს, ხოლო ეროვნულმა არქივმა განაცხადა, რომ დოკუმანტაცია არ ინახებოდა მის დაქვემდებარებაში.

22 მაისი 2017 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 20 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა საქართველოს სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე. შეხვედრის მიზანი იყო გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ეროვნული ამოცანების, მათი ინდიკატორებისა და ექსპერტის მიერ შემოთავაზებული შეფასების მექანიზმების განხილვა.