საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ხდება
2017 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტისაგან, ემანუელ მაკრონისგან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადმოიბარებს. ამავე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარნიორობის წევრ სახელმწიფოებს თავმჯდომარეობის შესახებ საქართველოს ხედვას წარუდგენს. თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ოქტმობრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქმიანობას უხელმძღვანელებს.