სტატია

31 მაისი 2019 image

IDFI-იმ კასპში მემორიალური დაფები განათავსა

IDFI ინიციატივით და კასპის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ქალაქ კასპში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრების: გრიგოლ და ლეო ნათაძეების, ნიკოლოზ კაციაშვილის და რევაზ გაბაშვილის მეორიალური დაფები გაიხსნა. დაფები განთავსდა კასპის ცენტრში, იმავე სკვერში სადაც იქამდე განთავსებული იყო პირველი რესპუბლიკის გმირი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი.

29 მაისი 2019 image

IDFI-ის საინფორმაციო შეხვედრა კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ კასპის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და 100 წლის წინანდელ გარდამავალ მოვლენებზე ესაუბრა. 

13 მაისი 2019 image

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის და კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალური დაფების განთავსება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, რომლის მიზანია დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაცია. მეხსიერების კვლევების პროექტებს შორის, ერთ-ერთია რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მემორიალური ალბომის გამოცემა.

7 მაისი 2019 image

ტრენინგი პროკურორებისა და გამოძიებლებისთის

საქართველოს პროკურატურის 20-მდე პროკურორმა და გამომძიებელმა გენდერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ტრენინგი ჩატარდა IDFI-ის ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო.

2 მაისი 2019 image

ინტელექტუალურ თამაშში პარლამენტის შესახებ 18 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, დააჯილდოვეს. 

23 აპრილი 2019 image

IDFI-ის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არქივების მეტი გამჭვირვალობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

საქართველოში საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ დაწესებულია ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი რეგულაციები აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. აღნიშნული საკითხი პრობლემურია იქიდან გამომდინარეც, რომ შედეგად საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დაინტერესებულია ისტორიული თუ საბჭოთა კვლევების საკითხით, ექმნება დაბრკოლება გაეცნოს მასალებს და სწორედ გაიაზროს წარსული.

9 აპრილი 2019 image

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების საკითხი საქართველოში

საბჭოთა კავშირის დროინდელი რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების ადგილმდებარეობის აღმოჩენა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რიგ ქვეყანებში აღნიშნული პროცესები დიდი ხანია მიმდინარეობს, აღმოჩენილია არაერთი მასობრივი სამარხი და რეპრესირებულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მოწყობილია არაერთი მემორიალი.

16 მარტი 2019 image

საპარლამენტო ღიაობა ქართული მედიის ყურადღების ცენტში

წამყვანი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენელი 22-ზე მეტი ჟურნალისტი შეხვდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს. შეხვედრის მიზანი ჟურნალისტებისთვის საბჭოს საქმიანობისა და საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევების გაცნობა იყო. 

16 მარტი 2019 image

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სტრატეგიის განხილვა

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამდღიან შეხვედრაზე, გაიმართა მსჯელობა ღია მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. 

6 მარტი 2019 image

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ IDFI-ს საჩივარი სრულად დააკმაყოფილა

მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე.